დაიცავით თქვენი კორპუსის სადარბაზო და ოფისი დაუპატიჟებელი სტუმრებისგან! Icam გთავაზობთ ელექტრომაგნიტური საკეტების, RFID ჩიპების მკითხველის, აუდიო/ვიდეო დომოფონებისა და კარის დამხურების (დოვატორი) სრულ მონტაჟს ოფიციალური გარანტიით.
მონტაჟის ფასი
თვე გარანტია
მაგნიტის ძალა
დაცვა უცხო პირებისგან
მძლავრი ელექტრომაგნიტი, რომელიც მყარად აფიქსირებს კარს. არ გააჩნია მოძრავი დეტალები, რაც გამორიცხავს გაფუჭებასა და მექანიკურ გაჭედვას.
ანტივანდალური მეტალის კორპუსი IP68 წყალგაუმტარობით. იღება RFID ჩიპ-ბრელოკით, ბარათით ან ინდივიდუალური პინ-კოდით.
სადარბაზოს შიგნიდან მარტივად გასასვლელად. ვამონტაჟებთ როგორც მექანიკურ მეტალის, ისე თანამედროვე უკონტაქტო სენსორულ ღილაკებს.
ჰიდრავლიკური მექანიზმი, რომელიც არეგულირებს კარის სვლასა და ბოლო დარტყმას. კარი ყოველთვის იკეტება ჩუმად და მჭიდროდ.
კავშირი სადარბაზოს კარსა და ბინას შორის. მაცხოვრებელს შეუძლია დაინახოს სტუმარი, ესაუბროს და გაუღოს კარი ღილაკზე ერთი შეხებით ან მობილურით.
სპეციალური კვების ბლოკი აკუმულატორით, რომელიც დენის გათიშვის დროსაც ინარჩუნებს სისტემის სრულყოფილ მუშაობას 12-24 საათის განმავლობაში.
ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობებთან მთელი თბილისის მასშტაბით. ვუზრუნველყოფთ კორპუსის სადარბაზოს კარის სრულ აღჭურვასა და შემდგომ ტექნიკურ მხარდაჭერას:
სრული სისტემა მზად ექსპლუატაციისთვის:
კარის გეომეტრიის, ანჯამების მდგომარეობისა და კაბელის გაყვანის ადგილის შეფასება.
მაგნიტის მყარი დაყენება ჩარჩოზე, საპასუხო ფირფიტის მორგება და დოვატორის რეგულირება.
კონტროლერის, მკითხველის, გასასვლელი ღილაკისა და UPS კვების ბლოკის შეერთება.
საჭირო რაოდენობის ჩიპების დაპროგრამება, ტესტირება და გარანტიის გაცემა.
IP და Wi-Fi სათვალთვალო კამერების სრული მონტაჟი, NVR ჩამწერები, მობილური აპლიკაცია და ინტერნეტის ქსელის მოწყობა.
ვრცლად ნახვა
ჭკვიანი ბიომეტრიული საკეტების დაყენება ნებისმიერი ტიპის კარზე. თითის ანაბეჭდი, კოდი, ბარათი და მობილური აპი.
ვრცლად ნახვა
გასაწევი და ორფრთიანი ჭიშკრის, ასევე გარაჟის როლეტური კარების ავტომატური ძრავების მონტაჟი.
ვრცლად ნახვა