აგარაკები, ფერმები და სამშენებლო ობიექტები ხშირად ხდება მძარცველების სამიზნე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იქ არავინ იმყოფება. ტრადიციული სათვალთვალო კამერა აგარაკისთვის შეიძლება გამოუსადეგარი იყოს, რადგან ასეთ ადგილებში ხშირად არ არის ინტერნეტი (WIFI) ან დენის სტაბილური წყარო. ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი 4G კამერა მზის პანელით არის.
4G კამერა მუშაობს მობილური ოპერატორის SIM ბარათზე. ის აწვდის ვიდეო სიგნალს ინტერნეტის ქსელის საშუალებით პირდაპირ თქვენს სმარტფონში (აპლიკაციაში), რაც ნიშნავს რომ როუტერის დაყენება საერთოდ არ დაგჭირდებათ.
მზის პანელიანი კამერა სრულიად ავტონომიურია. კამერაში ჩაშენებულია მძლავრი აკუმულატორები, რომლებიც იტენება მზის შუქზე და ინარჩუნებს მუხტს ღამით ან მოღრუბლულ ამინდში. ეს არის სრულიად უსადენო კამერა - არანაირი სადენების გაყვანა და დაზიანების რისკი.
შეიძინეთ 4G მზის კამერები Icam.ge-ზე. მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
ყიდვა